fbpx
კრიმინალი

“ცხედარი დადეს და ცემენტი დაასხეს” – 42 წლის მონიკას ბიძაშვილი მისი პატრნიორის მოძებნას ითხოვს

კიპარისიაში მომხდარმა ამბავმა საზოგადოება შეძრა. როგორც უკვე ცნობილია, ერთ-ერთი სახლის ტერიტორიაზე ნაპოვნია ქალის ცხედარი, რომელსაც ზემოდან ცემენტი ჰქონდა დასხმული.

ამ სახლში ცხოვრობდა მოხუცი მამაკაცი, რომლის გარდაცვალების შემდეგაც მისმა ოჯახმა 42 წლის მონიკას პარტნიორი დაიქირავა და როგორც ჩანს იქ ერთად ცხოვრობდნენ. რუმინელი მამაკაცი ქონებას მთელი ამ ხნის მანძილზე პატრონობდა და ცხადია, ამაში ხელფასს იღებდა. სახლის მეპატრონეების თქმით, ის მოულოდნელად გაქრა, განაცხადა, რომ სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყო. სწორედ ამ დროს გაუჩინარდა მონიკაც.

ქალის ბიძაშვილი მამაკაცის დაუყოვნებლივ მოძებნას ითხოვს, რადგან ფიქრობს, რომ ის თავისუფლად შეილება იყოს ეჭვმიტანილი. იმასაც ამბობს, რომ ის სახლიდან ისე წავიდა, თან ბევრი რამ არ წაუღია, რაც მისი აზრით ნიშნავს, რომ გაუჩინარებას ჩქარობდა.

პოლიციას ეს სახლი ადრეც აქვს შემოწმებული, თუმცა, როგორც ჩანს, მაშინ ვერაფერი იპოვეს. ადგილზე დაბრუნებულმა მეპატრონეებმა კი, წმენდისას შენიშნეს ახლად დასხმული ცემენტი, რომელიც დანარჩენ ნაწილს არ შეესაბამებოდა, გათხრის შედეგად საზარელი სურათის წინაშე დადგნენ.

ამ დროისთვის მიმდინარეობს ექსპერტიზა, დამტკიცებული კი ჯერჯერობით არაფერია.

 

 

onalem

ტესტ