fbpx
საბერძნეთი

სამოქალაქო დაცვის სამინისტროს გაფრთხილება მოსახლეობას – ხვალ ხანძრის გაჩენის მაღალი რისკი

სამოქალაქო დაცვის სამინისტრო საბერძნეთის რამდენიმე რეგიონის მაცხოვრებლებს აფრთხილებს.

ხვალ, 2 სექტემბერს, მოსალოდნელია ხანძრის გაჩენის მაღალი რისკები სამ რეგიონში. აღნიშნული გამომდინარეობს კლიმატური პირობებიდან, ძირითადად ქარის სიძლიერიდან. ამრიგად, მოსახლეობამ თავი უნდა შეიკავოს ყველანაირი საქმიანობისგან, რომელსაც შესაძლოა ცეცხლის გაჩენა მოჰყვეს, ვინაიდან გავრცელება ძალიან მარტივი იქნება.

საუბარია შემდეგ ტერიტორიებზე:

  • ჩრდილოეთ ეგეოსი (ხიოს, სამოს, იკარია).
  • სამრეთ ეგეოსი (როდოს, კარპათოს, კოს, კალიმნოს).
  • კრეტა (ძირითადად ლასითი).

onalem

ტესტ