fbpx
საბერძნეთი

16 მაისს საბერძნეთის მოქალაქეობის მისაღებად გამოცდების ჩაბარება იწყება – ნახეთ, სად ტარდება გამოცდები

16 მაისს საბერძნეთის მოქალაქეობის მისაღებად ჩასაბარებელი გამოცდები შედგება. საუბარია მოქალაქეობის მიღებაზე, ნატურალიზაციის გზით, ხოლო აღნიშნული გამოცდა და მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მიღებული სერთიფიკატი აუცილებელია საბერძნეთის მოქალაქეობის მისაღებად.

კანდიდატებმა, გამოცდის გავლის მეშვეობით, უნდა დაამტკიცონ, რომ ფლობენ ბერძნულ ენას B1 დონეზე და აქვთ ცოდნა იმ ქვეყნის შესახებ, რომლის მოქალაქეობის მიღებაც სურთ.

გამოცდები ტარდება 16 საგამოცდო ცენტრში, საბერძნეთის 7 ქალაქში: ათენი, თესალონიკი, ლარისა, ირაკლიო, პატრასი, იოანინა (იანინა), ტრიპოლი.

საგამოცდო ცენტრებში უნდა გამოცხადდეთ დილის 07:00 საათიდან 08:00 საათამდე, რათა დაიკავოთ სპეციალურად განკუთვნილი ადგილი.

თითოეულ ცენტრთან მოხდება საბუთების შემოწმება (პასპორტი, ბინადრობის ნებართვა, სამგზავრო დოკუმენტი და ა.შ.) იმის მიხედვით, თუ რა დოკუმენტს ფლობთ.

გთავაზობთ საგამოცდო ცენტრების მისამართებს ბერძნულ ენაზე:

ატიკაში

1ο ΓΕΛ Πετρούπολης

3ο Γυμνάσιο Περιστερίου

1ο ΓΕΛ Αιγάλεω

3ο ΓΕΛ Αμαρουσίου

3ο ΓΕΛ Αγίας Παρασκευής

2ο ΓΕΛ Νέας Ιωνίας

Ζάννειο Πρότυπο ΓΕΛ Πειραιά

Πρότυπο ΓΕΛ Ιωνιδείου Σχολής Πειραιά

1ο ΓΕΛ Αργυρούπολης

60ο Γυμνάσιο Αθηνών και 9ο ΓΕΛ Αθηνών (ειδικό εξεταστικό κέντρο).

თესალონიკში

το 1ο ΓΕΛ Σταυρούπολης (εξεταστικό και ειδικό εξεταστικό κέντρο)

το 3ο ΓΕΛ Σταυρούπολης

το 15ο ΓΕΛ Θεσσαλονίκης.

დანარჩენი რეგიონები:

3ο ΓΕΛ Πατρών, το 3ο ΓΕΛ Ηρακλείου Κρήτης, το Μουσικό Σχολείο Λάρισας, το Πρότυπο ΓΕΛ Ζωσιμαίας Σχολής Ιωαννίνων και το 3ο ΓΕΛ Τρίπολης.

იხილეთ წყარო: https://www.newsbeast.gr/greece/arthro/7387560/stis-16-maiou-xekina-o-graptos-diagonismos-gia-apoktisi-ellinikis-ithageneias

onalem

ტესტ