fbpx
საბერძნეთი

40 წელი ერთგულად ემსახურებოდა გემთმფლობელთა ოჯახს და მათ სახლიდან გააგდეს – გლიფადაში მომხდარი მკვლელობის დეტალები

გუშინ გლიფადაში მომხდარმა მკვლელობამ, რომელსაც ოთხი ადამიანი შეეწირა, საზოგადოება შეძრა. 76 წლის ეგვიპტელი მამაკაცი, რომელსაც იცნობდნენ, როგორც “არის”, გემთმფლობელების, კარნესის ოჯახში 40 წლამდე მუშაობდა და მათი სრული ნდობით აღჭურვილი პირი იყო. მამაკაცი მათ ოფისებში შეიჭრა და სამი ადამიანი დახოცა, მათ შორის მარია კარნესი.

მედია ავრცელებს დეტალებს, რომლებიც ნათელს ჰფენს მიზეზებს, რომელთა გამოც მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, სამი ადამიანი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. როგორც ირკვევა, არი კარნესებთან 40 წელი მუშაობდა, მათ ყველა სახლზე ჰქონდა წვდომა, ასევე, ზრუნავდა ყველაფერზე, რასაც ოჯახი სთხოვდა და მათ დედასაც კი აქცევდა ყურადღებას.

ბოლო პერიოდში კარნესებს შორის, უფრო კონკრეტულად, და-ძმას შორის მოხდა შეკამათება უძრავ ქონებასთან დაკავშირებით და საუბარი იყო იმ სახლზე, რომელშიც ეგვიპტელი ცხოვრობდა. ვინაიდან და-ძმა ვერ შეთანხმდა, მარია კარნესიმ ეგვიპტელს მოსთხოვა სახლი დაეტოვებინა და საერთოდ წასულიყო სამსახურიდან.

საბედისწერო დღეს ეგვიპტელი სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ მივიდა ოფისში, მაგრამ მარია კარნესიმ იქაურობის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვა. იმ დროს მამაკაცმა თავზე კონტროლი დაკარგა, იარაღიდან ცეცხლი გახსნა და მას შემდეგ, რაც სამი ადამიანი მოკლა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

onalem

ტესტ