fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში მდგომარეობა კონტროლს არ ექვემდებარება – კლიმატურმა ფენომენმა გზად ყველაფერი წალეკა

საბერძნეთში კლიმატური ფენომენის, “Daniel”-ის მიერ გამოწვეული შედეგები რთულად შეფასებადია, მდგომარეობა პირდაპირი გაგებით უკონტროლოა, რადგან არ არსებობს მექანიზმი, რომელიც შეაკავებს უზარმაზარი რაოდენობის წყალს. მხოლოდ რამდენიმე საათში ერთად მოვიდა იმდენი ნალექი, რამდენიც წესით 6 თვის მანძილზე მოდის ხოლმე.

მედია ავრცელებს კადრებს, თუ როგორი კატასტროფული მდგომარეობაა სხვადასხვა რეგიონებში, მანქანები წყალმა წაიღო, ფაქტობრივად, წაიღო ყველაფერი, რაც კი გზად დახვდა, რამდენიმე სახლიც წყლის არხში გადავარდა, ხოლო ისინი, რომლებიც ჯერ კიდევ დგანან, სრულიად დატბორილია.

სამწუხაროდ, არის ადამიანური მსხვერპლიც, ამ დრომდე სტიქიას შეეწირა 1 ადამიანი, ეძებენ 42 წლის მწყემსსაც. საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული უამრავ ტერიტორიაზე, მათ შორის სკიათოზე, სადაც წყალმა ყველაფერი დატბორა. უკვე ცნობილია, თუ რა ხდება ვოლოსშიც, სადაც მთელი ქალაქი წყალშია.

იხილეთ კადრები:

onalem

ტესტ