fbpx
საბერძნეთი

“ნუ იყოყმანებთ, გაიკეთეთ ვაქცინა, ერთი პატარა ჩხვლეტა, რომელიც დიდ სირთულეებს აგარიდებთ” – კირიაკოს მიცოტაკი

საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი თესალონიკში ჩავიდა და გეორგიოს პაპანიკოლაუს სახელობის საავადმყოფოს ეწვია. აღნიშნულ საავადმყოფოს დაემატა 18 ახალი სრულყოფილი რეანიმაციული საწოლი.

“მინდა, რომ აქ, თესალონიკში მცხოვრებ თანამემამულეებს გავუმეორო, რომ ნუ იყოყმანებთ, გაიკეთეთ ვაქცინაცია, განსაკუთრებით მათ, ვინც მიეკუთვნებით მოწყვლად ჯგუფებს, გაქვთ თანმდევი დაავადებები. ეს არის პატარა უმნიშვნელო ჩხვლეტა, რომელიც დიდ თავგადასავალსა და სირთულეებს აგარიდებთ თავიდან. 

მინდა ამ საავადმყოფოს პერსონალს პირადად დიდი მადლობა გადავუხადო. მათ საკუთარ თავზე აიღეს დიდი ტვირთის ტარება, განსაკუთრებით ნოემბრისა და დეკემბრის თვეში. ამ ადამიანებს დავიწყებული აქვთ, რას ნიშნავს შაბათ-კვირა და დასვენება. უკვე 14 თვეა ექიმები და ექთნები ომის წინა ფრონტზე იბრძვიან,” განაცხადა პრემიერმა.

onalem

ტესტ