fbpx
საბერძნეთი

დღეს, 11:00 საათიდან საპროტესტო აქცია ათენში – ცენტრალური გზები დაიკეტება

როგორც უკვე ცნობილია, დღეს ათენში მოსალოდნელია საპროტესტო აქცია, რომელიც გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევს საჯარო ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით.

არსებული ცნობებით, სტუდენტები და მოსწავლეები შეკრებას 11:00 საათიდან დაიწყებენ და 12:00 საათზე უკვე დაიწყება მასშტაბური აქცია. გამომდინარე იქიდან, რომ ისინი დაიწყებენ სინდაღმისკენ, კერძოდ, პარლამენტის შენობისკენ გადაადგილებას, ცენტრალურ გამზირებსა და ქუჩებზე საგზაო პოლიცია გადაადგილებას აკრძალავს.

ამრიგად, დაიკეტება სინდაღმა, პანეპისტიმიუ, ვასილისის სოფია და ვასილისის ამალიას.

გზების გახსნასთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდება ეტაპობრივად, მოვლენების განვითარების შესაბამისად,

onalem

ტესტ