fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პოლიციამ დააკავა 5 ბერძენი და მათი ლიდერი, რუსი ქალი – კრიმინალური ორგანიზაცია 360.000 ევროს მოგებით

ატიკის უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში დააკავეს რუსი ქალი, რომელიც კრიმინალური ორგანიზაციის ლიდერი იყო და ნარკოტიკებით ვაჭრობდა კვიპროსსა და თურქეთში, თუმცა, საბერძნეთის გავლით. ეს ერთგვარი ოჯახური ბიზნესი იყო, რადგან ნარკოტიკული საშუალებები ესპანეთიდან მის დედას ჩამოჰქონდა და აღნიშნული საქმიანობისთვის ათენისა და თესალონიკის აეროპორტებს იყენებდნენ.

როგორც ირკვევა, ყველა ნარკოტიკი არ იყო განკუთვნილი სხვა ქვეყნების გასაგზავნად, არამედ რუსი ქალი “შიდა ბაზრისთვისაც” ინახავდა ზოგიერთ მათგანს, ხოლო იმ ნარკოტიკებში, რომელთაც კვიპროსსა და თურქეთში ასაღებდა, იღებდა ორმაგ და სამმაგ თანხას.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ პოლიციამ დააკავა ორგანიზაციის სხვა წევრებიც, კიდევ 5 ბერძენი მამაკაცი, რომელთაც ბრალად დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობა, ნარკოტიკებით ვაჭრობა და საბუთების გაყალბება ედებათ. პოლიციის შეფასებით, მათ მიერ მოგებული “ნადავლი” მინიმუმ 360.000 ევროა.

გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, თუ როგორი ცხოვრება ჰქონდა რუს ქალს, როგორც კრიმინალური ორგანიზაციის ლიდერს.

onalem

ტესტ