fbpx
საბერძნეთი

“მოხუცებს ოქროს კბილებსაც კი აძრობდნენ, ერთ კვირაში 14 მათგანი დაიღუპა” – მოხუცთა მოსავლელი ცენტრის ყოფილი თანამშრომლის ჩვენება

მარიო დიონელი მოხუცთა მოსავლელი ცენტრის ყოფილი თანამშრომელია, რომელმაც მედიასთან შოკისმომგვრელი განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, მოხუცები აღნიშნულ ცენტრში სასტიკ პირობებში იყვნენ.

“ამ ცენტრში აპრილიდან სექტემბრამდე ვმუშაობდი, როგორც ექთნის დამხმარე. ძალიან სავალალო პირობები იყო, მოხუცებზე ძალადობდნენ. იმისთვის, რომ უგონო მდგომარეობაში ყოფილიყვნენ, წამლებს ასმევდნენ. ხუთ ადამიანს ერთი და იგივე პირსახოცით ვწმენდდით, ზოგს მუწუკებიც კი ჰქონდა. საფენების ნაცვლად კათეტერებს უდგამდნენ, რომ არ დასვრილიყვნენ.

ბევრჯერ ვუთხარი მფლობელს ამის შესახებ, მაგრამ არაფერი შეცვლილა. როგორც მივხვდი, მას მხოლოდ ფულის შოვნა სურდა. წარმოიდგინეთ, რომ ცენტრში იმყოფება 60 ადამიანი და თითო ოჯახისგან ყოველ თვეს იღებენ 800-დან 1.000 ევრომდე. 

გარდაცვალების არცერთი შემთხვევის დროს, ექიმი ადგილზე არ მოსულა, რომ დაეზუსტებინა სიკვდილის მიზეზი.

ისიც ვიცი, რომ ამ მოხუცებს ძარცვავდნენ, აძრობდნენ ოქროს კბილებსაც კი,” ამბობს ახალგაზრდა მამაკაცი.

მისი თქმით, მოხუცებს სამკაულებს ართმევდნენ, ვითომ იმ მიზნით, რომ შეენახათ, შემდეგ კი ამბობდნენ, რომ ყველა ეს ნივთი თავად მათ დაკარგეს.

დიონელისი აცხადებს, რომ საკუთარი თვალით ნახა, როგორ დაიღუპა 14 მოხუცი მხოლოდ ერთ კვირაში, ასევე, ხედავდა, რომ მათ არ აჭმევდნენ საკმარისად და როდესაც რაიმე სერიოზული ინციდენტი ხდებოდა, არ იღებდნენ შესაბამის ზომებს. ამას გარდა, ოჯახის წევრებს ურეკავდნენ და მათი მოხუცის შესახებ ეუბნებოდნენ, რომ კარგად იყო, სინამდვილეში კი, ეს კონკრეტული ადამიანი უკვე გარდაცვლილი იყო.

 

 

onalem

ტესტ