საბერძნეთის პოლიცია მძარცველების ფოტოებს ავრცელებს
საბერძნეთის პოლიცია ერთი უცხოელის და ერთი ბერძენის ფოტოებს ავრცელებს, რომელთაც რამდენიმე ხნის წინ 88 წლის მამაკაცი გაძარცვეს. შედეგად, დამნაშავეების გარდა, თავად 88 წლის მოხუციც დააკავეს, რადგან მან ქურდებს ცეცხლი გაუსხნა და ერთ-ერთი მათგანი დაჭრა. მას იარაღის უკანონო შენახვა ედება ბრალად.
ინციდენტი 26 მარტს მოხდა. ბერძენი და ალბანელი გლიფადაში მდებარე სახლში შეიჭრნენ, სადაც პატრონი დახვდათ.
მას შემდეგ, რაც 88 წლის მამაკაცმა მათ ესროლა და 28 წლის ალბანელი დაჭრა, საავადმყოფოში წავიდნენ. პოლიციამ სწორედ იქ აიყვანა ისინი.
იხილეთ ფოტოები:
28 წლის ალბანელი