fbpx
კრიმინალი

“კაროლაინის სიკვდილი არ იყო წამიერი, ის ტანჯვა-წამებით გარდაიცვალა” – რას ამბობს ექსპერტი?!

ექსპერტიზის დასკვნა, კაროლაინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, შოკისმომგვრელია. მთელ საბერძნეთში ყველა ტელეკომპანია აღნიშნულ თემას განიხილავს, რადგან საქმის დეტალები ენით აღუწერელ სისასტიკეს შეიცავს.

ექსპერტიზის მიხედვით, კაროლაინი დაიღუპა ტანჯვა-წამებით და მისი სიკვდილი არ იყო წამიერი. დასკვნაში წერია, რომ ბაბის ანაგნოსტოპულო მას 5-6 წუთის მანძილზე ახრჩობდა, რაც ნიშნავს, რომ მისი მოკვლა გადაწყვეტილი ჰქონდა. მისი მიზანი რომ უბრალოდ გოგონას განეიტრალება ყოფილიყო, როგორც ამას თავად ამბობს, მაშინვე დაანებებდა თავს, როცა კაროლაინმა გონება დაკარგა. თუმცა, ეს მისთვის არ კმაროდა. 20 წლის ცოლი მან წამებით გამოასალმა სიცოცხლეს.

გარდა ამისა, აღმოჩენილია დაზიანებები კაროლაინის სხეულზე, რამდენიმე ადგილას: ტუჩებზე, ენაზე, კისერზე. ამ დროისთვის არსებული სურათის მიხედვით, ის ბალიშზე თავის დადებით გაგუდა. გოგონას თვალებში ფიქსირდებოდა სისხლჩაქცევებიც.

 

onalem

ტესტ