fbpx
კრიმინალი

ბერძენმა მამაკაცმა კაფე გახსნა, რისთვისაც 18 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს და 3.000 ევროთი დააჯარიმეს

ბერძენ მამაკაცს, რომელიც მიმდინარე მოვლენების ფონზე სახელმწიფოს მიერ გაცემულ ბრძანებებს არ დაემორჩილა, ციხეში წელიწადნახევრის გატარება მოუწევს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კრეტაზე ერთ-ერთმა მეპატრონემ კაფე აკრძალვების მიუხედავად გახსნა და ხალხს ემსახურებოდა. შემოწმებაზე გასულმა პოლიციამ მამაკაცი დააკავა და მოგვიანებით სასამართლოზე ადვოკატის გარეშე წარდგა.

როგორც ცნობილი გახდა, ირაკლიოს სასამართლომ მას 18 თვიანი პატიმრონა მიუსაჯა, ხოლო ჯარიმის სახით 3.000 ევრო დააკისრა.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 418-მდე გაიზარდა.

onalem

ტესტ