fbpx
საბერძნეთი

31 ახალი შემთხვევა: საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 418-მდე გაიზარდა

რამდენიმე წუთის წინ სოტირის ციოდრასის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 31-ით გაიზარდა, საერთო ჯამში კი ქვეყანაში ვირუსით დაავადებული 418 პაციენტია.

შეგახსენებთ, რომ მათი უმეტესობა მკურნალობას სახლში გადის, ხოლო რეანიმაციულ განყოფილებაში 13 პაციენტია მოთავსებული.

ციოდრასი ხაზგასმით აცხადებს, რომ სხვა საფრთხე ემუქრებათ ხანში შესულ ადამიანებს და სხვა ახალგაზრდებს. მაღალი რისკის ჯგუფებში სწორედ ხანდაზმულები არიან, რადგან უმეტეს შემთხვევებში მათ უკვე აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებიც მდგომარეობას აუარესებს და კორონავირუსი მათთვის საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს.

ამ დროისთვის საბერძნეთში ვირუსით 5 ადამიანია დაღუპული.

onalem

ტესტ