fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: დასუფთავების თანამშრომლები გაფიცვას აგრძელებენ

ჩანს რომ დასუფთავების თანამშრომლების ლიდერები ვერ თანხმდებიან მინისტრ სკურლეტისთან. შესაბამისად გაფიცვები გრძელდება და ათენი კვლავ განაგრძობს სიბინძურეში ყოფნას.
თუმცა, არა მარტო სიბინძურეზეა აქ ლაპარაკი, არამედ ადამიანის ჯამრთელობაზე.

ორშაბათიდან, დასუფთავების თანამშრომლები სავარაუდოდ დაიწყებენ ათენის ქუჩებში გამოსვლას, რასაც გზების ჩაკეტვაც მოყვება. მათი გადაწყვეტილებით ათენის ქუჩები არ დასუფთავდება ხუთშაბათის ბოლომდე. ხუთშაბათს, ისინი კიდევ მიიღებენ გადაწყვეტილებას განაგრძონ თუ არა გაფიცვა.

რატომ იფიცებიან?

სიტუაცია ძალიან ადვილად შეიძლება რომ ავხსნათ. საბერძნეთის სახელმწიფომ გადაწყვიტა რომ 8 თვის კონტრაქტით აეყვანა ადამიანები დასუფთავების სექტორში. 8 თვის შემდეგ, ამ ადამიანებმა იცოდნენ რომ სამუშაოდან დაითხოვდნენ. გავიდა ეს 8 თვე, თუმცა მომუშავეებმა გადაწყვიტეს რომ მათ “მოსწონთ” საბერძნეთის საჯარო სექტორი და კონტრაქტის შეცვლა, მუდვივ ვადაზე სურთ. შესაბამისად, ესაა მთავარი მიზეზი თუ რატომ იფიცებიან.

რეალური პრობლემები

  • ათენში, ტემპერატურა უკვე 37+ გრადუსზე ადის. რეალურად, ნაგვის მთები დგას სადაც არ უნდა გაიხედო. რა თქმა უნდა ჩვენს ჯამრთელობაზე ამ სიტუაციას ნეგატიური გავლენა აქვს. პრაქტიკულად, არაა შესაძლებელი რომ აივნის კარები გამოაღო რათა ჰაერი შემოვიდეს.
  • ტურისტული სფერო: წარმოიდგინეთ რომ უკვე ზაფხულის დასაწყისში ვართ. საბერძნეთის მთავარი “ძრავა” ტურიზმია! ტურისტები ჩამოდიან ათენში და ხედავენ ამ კატასტროფულ სიტუაციას!

იმედია ხუთშაბათამდე ცვლილება იქნება და დასუფთავებას დაიწყებენ. თუ არა და, დიდი ალბათობით საბერძნეთის სახელმწიფო კერძო კომპანიებს მიმართავს და პრობლემაც მოგვარდება.