fbpx
კრიმინალი

კაროლაინის დედას 1 წუთითაც არ უფიქრია, რომ ბაბი იყო დამნაშავე – შვილმკვდარი დედა შოკურ მდგომარეობაშია

კაროლაინის დედა, რომელიც ალონისოზე იმყოფება, შოკურ მდგომარეობაშია. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მას მეორედ მოუკვდა შვილი მაშინ, როცა გაიგო, რომ საზარელ მკვლელობაში დამნაშავე სწორედ მისივე სიძე იყო. სიძე, რომელიც კაროლაინის ორმოცზე ეხუტებოდა და მასთან ერთად ტიროდა.

ირკვევა, რომ მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც ბაბიზე იწერებოდა, არცერთი წამით არ უფიქრია, რომ შვილის მკვლელი ის იყო. ანაგნოსტოპულო მას კაროლაინივით უყვარდა და არასოდეს ჰქონია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავისი ქალიშვილი ბაბისთან ერთად ნამდვილ კოშმარში ცხოვრობდა. სავარაუდოდ, გოგონას არ უნდოდა, რომ დედას ენერვიულა და ეუბნებოდა, რომ ძალიან ბედნიერი იყო.

რას ამბობდა ქალი საბედისწერო ღამეზე?!

“ორშაბათს საღამოს ვისაუბრეთ ტელეფონზე, რადგან იმავე დღეს ვაქცინა გავიკეთე და დამირეკა, რომ მოვეკითხე, როგორ ვიყავი. არც კი მიფიქრია, რომ რაიმე აწუხებდა, რადგან არაფერი ეტყობოდა. ჩვეულებრივად ვილაპარაკეთ, დავემშვიდობეთ და ტელეფონი გავთიშე. მეორე დღეს ჩემს სახლში ვიყავი, როცა რამდენიმე მეგობარი მოვიდა და მითხრეს იმის შესახებ, რაც მოხდა. შემდეგ რამდენიმეგან გადავრეკე, რომ დავრწმუნებულიყავი, რომ ნამდვილად მოხდა ეს საშინელება. მადლობა ღმერთს, რომ პატარა ლიდია კარგად არის.

რაც შეეხება თანხას, არაფერი ვიცოდი. ასეთ თემებზე არ ვსაუბრობდით. მხოლოდ ის ვიცი, რომ პიკერმიში ჰქონდათ მიწა ნაყიდი, რომ სახლი აეშენებინათ და ღლიკა ნერაში ქირა აღარ ეხადათ. ამ მიწის შეძენაში მე, ჩემი პარტნიორი და ბაბის ოჯახი დავეხმარეთ. არ ვიცი ზუსტად, რა თანხა მისცეს ამ შენაძენში, სავარაუდოდ, რაღაც სესხიც ექნებოდათ აღებული. 

იმედი მაქვს მალე იპოვიან მათ, ვინც ეს საშინელება გააკეთა,” ამბობდა კაროლაინის დედა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ეგონა, რომ მისი ქალიშვილი სახლში თანხის მოსაპარად შეჭრილმა “მძარცველებმა” მოკლეს.

onalem

ტესტ