fbpx
კრიმინალი

კვიპროსი: 17 ჭრილობა ბავშვის სხეულზე – ბაბუამ ნანახს ვერ გაუძლო და გარდაიცვალა

კიდევ ერთი სასტიკი მკვლელობა კვიპროსში, კიონელიში მოხდა. 36 წლის ქალმა საკუთარ 7 წლის შვილს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, ღამით გვამთან ერთად ეძინა, ხოლო დილით თვითმკვლელობა სცადა, თუმცა, გადარჩა.

თურქულ-კვიპროსული მედიის ინფორმაციით, 36 წლის ქალმა შვილი კვირას, 27 მაისს მოკლა, როდესაც გაიღვიძა, ბავშვს კიდევ რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, ხოლო შემდეგ ვენები გადაიჭრა.

როგორც ცნობილია, 7 წლის ბიჭს ჭრილობების უმეტესობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. თავად ქალმა კი, ვენების გარდა, კისრის არეც დაიზიანა.

პარალელურად, მან თავის მეგობარს მესიჯი გაუგზავნა, სადაც წერდა, თუ რა ჩაიდინა. ამის შესახებ შეატყობინა თავისი ქმრის კოლეგასაც, რომელიც პოლიციელია.

ქალი მეუღლესთან ერთად არ ცხოვრობს. მან პოლიციას განუცხადა, რომ ბავშვის მკვლელობის მიზეზი სწორედ ის გახდა, რომ ქმარმა მიატოვა. მამაკაცმა შვილის სიკვდილის შესახებ თანამშრომლისგან გაიგო.

გარდა ამისა, გუშინ ქალმა 7 წლის ბიჭის სკოლაში დარეკა და თქვა, რომ ბავშვი ავად იყო და გაკვეთილებს ვერ დაესწრებოდა. ის არ გამოცხადდა არც სუპერმარკეტში, რომელშიც თავად მუშაობს და იქაც იგივე მიზეზი განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ადგილზე პირველად ქალის მამა მივიდა და ნანახის გამო გულის შეტევა დაემართა. მას სახლში მცურავი შვილიშვილი და შვილი დახვდა. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

36 წლის ქალიც ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება.

onalem

ტესტ