fbpx
კრიმინალი

სამი გარდაცვლილი გოგონას დედა, რულა პისპირიგუ პროკურორთან გადაჰყავთ

ბერძნული მედიის ექსკლუზიური ინფორმაციით, პატრაში დაღუპული სამი დის დედა, რულა პისპირიგუ, პროკურატურაში გადაჰყავთ და რამდენიმე საათში პროკურორის წინაშე წარსდგება.

მისი გამოძახება მოჰყვა ტოქსიკოლოგიური ანალიზების შედეგების გამოქვეყნებას, რომელთა მიხედვითაც, 9 წლის ჯორჯინას სხეულში აღმოჩნდა ნივთიერება, რომელიც არ შედიოდა იმ წამლების შემადგენლობაში, რომელსაც ბავშვი იღებდა. როგორც მედია იუწყება, პისპირიგუზე არ არის გაცემული დაკავების ორდერი, თუმცა, გამოძიების განვითარების მიხედვით, პროკურატურამ საჭიროდ ჩათვალა მისი გამოძახება.

ირკვევა, რომ ჯორჯინას სხეულში აღმოაჩინეს საანესთეზიო კეტამინი, რეალურად კი, მსგავს ნივთიერებას მისი მკურნალობის კურსის მანძილზე არცერთი წამალი არ შეიცავდა.

onalem

ტესტ