fbpx
საბერძნეთი

ომონიის მარშრუტით მოძრავ ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა (კადრები)

ათენში ავტობუსების უმეტესობა რომ შეცვლას საჭიროებს, ეს ახალი ამბავი არ არის, თუმცა, მათი გაუმართავობა და სიძველე მოსახლეობას უკვე ყოველდღიურად აგდებს საფრთხეში.

კარგად ცნობილია ავტობუსების ხაზი, N608, რომელსაც არაერთხელ გასჩენია ცეცხლი ძრავიდან, მგზავრების გადაყვანისას, თუმცა, ამჯერად იგივე ბედი ეწია ომონია-პირეას მარშრუტით მოძრავ ავტობუსს, N049.

როგორც ბერძნული მედია იუწყება, ავტობუსში, საბედნიეროდ, არავინ იჯდა, გარდა მძღოლისა, ვინაიდან ის უკვე სადგომისკენ მიემართებოდა. კადრებიდან ჩანს, რომ ავტობუსის დიდი ნაწილი განადგურდა და მისი გამოყენება, ხალხის გადაადგილებისთვის, უკვე შეუძლებელია.

onalem

ტესტ