fbpx
საზოგადოება

ბერძენი თანაკლასელები და მეგობრები საიდუ კამარას გვერდით – დღეს მისი საჩივარი განიხილება

დღეს 17 წლის ბიჭის, საიდუ კამარას საჩივარი განიხილება და დილიდან მის გვერდით დგას მისი სკოლა, თანაკლასელები და მეგობრები.

საიდუმ მხოლოდ 3 წელიწადში შეძლო და დაიმსახურა პატივისცემა და სიყვარული ყველა იმ ადამიანის მხრიდან, ვისთანაც ურთიერთობა ჰქონია, სკოლაში გამოჩენილი მოსწავლეა, თანაკლასელებისთვის კი მეგობარი, რომლის საბერძნეთიდან გაშვებაც არ სურთ.

არასრულწლოვან ბიჭს, სამწუხაროდ, დეპორტაცია ელოდება იმ შემთხვევაში, თუ საბერძნეთი მეორედაც გამოუტანს უარყოფით გადაწყვეტილებას თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

საიდუმ ძლიერი მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის ყველას დიდი მადლობა გადაუხადა და ცრემლი ვერ შეიკავა.

შეგახსენებთ, რომ ბიჭს გუშინ პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკიც შეხვდა და უსურვა, რომ სამინისტროს გადაწყვეტილება მისთვის მხოლოდ სასიკეთო იყოს, რათა საბერძნეთი მის მეორე სამშობლოდ იქცეს.

onalem

ტესტ