fbpx
საბერძნეთი

“არანაირი თავისუფლება! აღდგომა პირბადეებით და ვაქცინაციის სერთიფიკატებით” – საბერძნეთის ექსპერტთა საბჭო

საბერძნეთის ექსპერტთა კომიტეტის წევრები განმარტავენ, რომ შესაძლოა ბოლო პერიოდი ერთგვარ თავისუფლებაზე ვსაუბრობთ, მაგრამ მინიმუმ 2 მაისამდე, ვიდრე სადღესასწაულო პერიოდი არ დასრულდება, არ არის სწორი, რომ მოსახლეობაში არასწორი მესიჯი გაიგზავნოს, სრულ თავისუფლებასა და მოშვებაზე, ვინაიდან ეს ყველაფერი შესაძლოა ნეგატიურად შემოგვიბრუნდეს.

როგორც პროფესორები განმარტავენ, აღდგომისთვის კვლავ გვექნება ვალდებულება ვატაროთ პირბადეები დახურულ სივრცეებში და ჩვეულ რეჟიმში გამოვიყენებთ ვაქცინაციის სერთიფიკატებსაც, მოსახლეობის აუცრელ ნაწილს კი, მოეთხოვება ტესტის წარდგენა, ამა თუ იმ დაწესებულებაში შესასვლელად.

ამრიგად, ექსპერტების მიერ ეპიდმდგომარეობის შეფასების შედეგად, მათი რეკომენდაციაა, რომ 2 მაისამდე არანარი აკრძალვა არ მოიხსნას და მოქმედებაში დარჩეს ვაქცინაციის სერტიფიკატებისა და ტესტების კონტროლიც, ვინაიდან “ომიკრონ 2”-ის შტამი გადაეცემა ძალიან მარტივად და მიუხედავად იმისა, რომ არ იწვევს მძიმედ დაავადებას, ზოგად ეპიდემიოლოგიურ სურათს ამძიმებს.

ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რომელიც საბერძნეთში არსებულ აკრძალვებს უკავშირდება, ინფორმაცია ეტაპობრივად გავრცელდება.

onalem

ტესტ