fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში მომდევნო კვირებში პირბადეებს ვიხსნით?! – ნახეთ ექსპერტთა განცხადება

“მომდევნო კვირებში საბერძნეთში ღია სივრცეებში პირბადეებს მოვიხსნით” – განაცხადა საბერძნეთის ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ორგანიზაციის პრეზიდენტმა, პანაიოტის არკუმანეასმა და ვაქცინირებული ადამიანების პრივილეგიებზეც ისაუბრა.

“60 წელს გადაცილებულთა 70% უკვე აცრილია. მოზრდილთა 45% აცრილია ვაქცინის ორივე დოზით.  მინდა აღვნიშნო, რომ ვაქცინის პირველი დოზით აცრისას გვაქცს 35%-იანი დამცველობა, ხოლო ორი დოზით აცრისას კორონავირუსის წინააღმდეგ 90%-იანი დამცველობა გვაქვს. 

ვფიქრობ, რომ აუცილებელია ვაქცინირებული მოსხლეობისთვის პრივილეგიების დაწესება, თუმცა, ამასთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება. 

ვაქცინა ჩვენი უმთავრესი იარაღია, რადგან შეგახსენებთ, რომ პანდემიის პიკის დროს დღეში 40.000 ზარი შემოგვდიოდა, იმასაც კი გვეკითხებოდნენ, როგორ გაეზომათ ტემპერატურა,” განაცხადა არკუმანეასმა.

ივნისის ბოლომდე მთავრობამ საბოლოო გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, რადგან როგორც მოსალოდნელია ცვლილებები საბერძნეთში 1 ივლისიდან უნდა შევიდეს ძალაში.

არკუმანეასმა არ დააკონკრეტა პირბადეების ღია სივრცეში ტარების ვალდებულება მოიხსნება მხოლოდ ვაქცინირებული, თუ მთელი მოსახლეობისთვის.

onalem

ტესტ