fbpx
საბერძნეთი

“ბაბის დავარტყი, გავლანძღე, მინდა, რაც შეიძლება მაგრად ვატკინო გული ” – კაროლაინის დღიურის შოკისმომგვრელი ჩანაწერები

ბერძნული მედია 20 წლის კაროლაინის დღიურის ჩანაწერებს აქვეყნებს, რომლებიც საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს. დღიურში თავმოყრილია ყველაფერი: როგორ გრძნობდა გოგონა თავს, უნდოდა თუ არა მასთან დაშორება და რის გამო ჰქონდა ნერვული სისტემა ცუდ მდგომარეობაში.

იხილეთ ჩანაწერები:

15.11.2019

“18 წლის ვარ და მინდა ბავშვის გაჩენა ვცადო. ბაბისთვის ჯერ არ მითქვამს, იმიტომ, რომ დღეს ვიჩხუბეთ და იმისთვის, რომ მეწყენინებინა ვუთხარი, რომ არაუშავდა ბავშვი რომ დავკარგეთ, რადგან მისი ოჯახის ნახვა აღარ მომიწევდა. შემდეგ ვინანე, რაც ვუთხარი. როცა თავზე კონტროლს ვკარგავ, არ მაინტერესებს, რამდენად ვატკენ გულს. მინდა რაც შეიძლება მაგრად ვატკინო გული. ეს იმიტომ ხდება, რომ მე თავად ვარ გულნატკენი და მთელ ჩემს ბრაზს მასზე ვანთხევ. არ იმსახურებს ასე რომ ვექცევი, მაგრამ ხანდახან საერთოდ ვერ ხვდება რა მჭირდება. ვერ ხვდება, რომ ხანდახან მხოლოდ და მხოლოდ მისი გვერდით ყოფნა მჭირდება.”

30.12.19

“ბაბის დავარტყი, ვეჩხუბე და კაბინეტში გავედი. მთელი დღე მეკითხებოდა, რისი ჭამა მინდოდა. არაფერი მიჭამია, მთელი დღე საწოლში ვწევარ და ვერ ვიძინებ, იმდენად გაღიზიანებული ვარ. აივანზე მაისურის ამარა გავედი და ვტიროდი, რომ არ ვიყავი კარგად.”

31.12.19

“ისევ ვიჩხუბეთ, ამჯერად ძალიან მაგრად. დავარტყი, გავლანძღე და კარიც ჩამოიმტვრა. ვფიქრობ, წავიდე, არ ვიცი რამდენად შევძლებ მასთან ცხოვრების გაგრძელებას. იმდენად მიყვარს, რომ არ შემიძლია მისი მიტოვება, დაე, მომაყენოს ტკივილი ამ ურთიერთობამ.”

03.07.2020

“დღეს ჩემს პატარას 1 თვე შეუსრულდა და დღეს ის დღეა, როცა ბაბის ვუთხარი, რომ სახლიდან წასვლა მინდოდა. თავს უბედურად ვგრძნობ. როგორც კი წავიდა, რომ ბავშვისთვის რაღაც ანალიზი აეღო, სახლების ძებნა დავიწყე. ხალანდრში ვიპოვე ზუსტად ის, რასაც ვეძებდი. როცა საავადმყოფოდან დაბრუნდა, მკითხა, ხომ არ მინდოდა დავშორებულიყავით. არაფერი ვიპასუხე. ბევრი ყვირილისა და ტირილის შემდეგ ვუთხარი, რომ ვფიქრობდი მიმეტოვებინა, ვიდრე დავოსრულდებოდი, მაგრამ შემდეგ დავორსულდი და ამიტომ დავრჩი მასთან, რომ ჩემი ქალიშვილი მარტო არ გაზრდილიყო. ეს ყველაფერი ჩემი ჰორმონების გამო ხდება.”

ეს არის კაროლაინის ჩანაწერები, რომლებიც სხვადასხვა რიცხვებით თარიღდება. გამოძიების თქმით, ჯერ არაფერი დასრულებულა და კიდევ ბევრი დეტალია გამოსაკვეთი.

 

onalem

ტესტ