fbpx
პოლიტიკა

საბერძნეთის მოქალაქეობის მისაღებად გამოცდები მსურველთა 72,16%-მა წარმატებით ჩააბარა

საბერძნეთის მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მოსაპოვებლად ჩასაბარებელი გამოცდები მსურველთა 72,16%-მა წარმატებით გაიარა. აღნიშნული მონაცემები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მაკის ვორიდისმა გაამოაქვეყნა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა უპასუხა ΣΥΡΙΖΑ-ს კრიტიკას, რომლის მიხედვითაც საბერძნეთის ამჟამინდელი მთავრობა უცხოელებს დიდ დაბრკოლებებს უქმნის, მოქალაქეობის მისაღებად და განაცხადა, რომ კითხვები რთული რომ იყოს, ამდენი ადამიანი წარმატებით ვერ გაივლიდა გამოცდებს და სწორ პასუხებს ვერ გასცემდა.

“თქვენ გვადანაშაულებთ, რომ საკითხები რთულია. უკიდურესი მემარჯვენეები კი გვადანაშაულებენ, რომ საკითხები მარტივია. ვპასუხობ მათ, ვინც ამბობს: “ვერასოდეს გახდები ბერძენი.” ეს არ არის მთავრობის მოსაზრება, არც ჩემი პირადი იდეა. ჩემი მოსაზრებაა, რომ იმისთვის, რომ საბერძნეთის მოქალაქეობა მიიღო, აუცილებლად უნდა არსებობდეს მჭიდრო კავშირი ამ ქვეყანასთან.”

onalem

ტესტ