fbpx
ეკონომიკასაბერძნეთი

“იაფი საცხოვრებლის” პროგრამა საბერძნეთში – სესხი 1%-ში, თვეში შესატანი თანხა 275 ევროდან

“იაფი საცხოვრებლის” პროგრამა საბერძნეთში უნიკალური შანსია 39 წლამდე ადამიანებისთვის, პირველი სახლის შესაძენად, უპრეცენდენტოდ კარგ პირობებში.

შრომის მინისტრმა, კოსტის ხაძიდაკიმ განაცადა, რომ იპოთეკური სესხების აღება შესაძლებელი იქნება 1%-იანი განაკვეთით და თვეში დასაფარი თანხა 275 ევროდან იქნება.

კერძოდ, 150.000 ევრომდე სესხის აღება შესაძლებელი იქნება მაქსიმუმ 120 კვადრატული მეტრი ფართობის ბინის შესაძენად, რომლის წარმოების წელიც 2007-მდეა.

თანხის ოდენობა, რომელიც ყოველთვე იქნება გადასახდელი, გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ყოველთვიური ქირა, რომელსაც ბინებში ვიხდით.

ბენეფიციართა ოდენობა, რომელიც აღნიშნულ სესხს მიიღებს, 10.000-მდეა, ხოლო ასაკობრივი ზღვარი 25-დან 39 წლამდე.

მინიმალური წლიური შემოსავალი, რომელსაც უნდა აფიქსირებდეთ, 10.000 ევროა, ამ ეტაპზე არსებული პირობების გათვალისწინებით.

onalem

ტესტ