fbpx
ეკონომიკასაზოგადოება

ყავის მაღაზიის მეპატრონის “დრამა”: 2 თვის მანძილზე იგი უშედეგოდ ეძებდა მიმტანს

ყავის მაღაზიის მფლობელი ნეო ირაკლიოში, იძულებულია მიმტანადაც თავად იმუშაოს, რადგან აღმოაჩინა, რომ ბერძნებს უმუშევრად ყოფნა ურჩევნიათ მიმტანად მუშაობას.

დიმიტრის ლაგოპატისმა მიმტანის პოზიციაზე ვაკანსია დაახლოებით 2 თვის წინ გამოაკრა საკუთარი კაფის ფასადზე. ამ ხნის განმავლობაში, განცხადებას არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია, რის შემდეგაც იმედგაცრუებულმა მეპატრონემ ვაკანსიის ფურცელი ჩამოხსნა და დახია.

დიმიტრის ყავის კაფე-მაღაზიის მფლობელია მარინუ ანტიპას ქუჩაზე, ნეო ირაკლიოში. უკანასკნელი 2 თვის მანძილზე, იგი მიმტანადაც მუშაობს, რადგან, მისივე თქმით, არავინ გამოხმაურებია ვაკანსიაზე, იმის მიუხედავად, რომ მან მიუთითა საკმაოდ დამაკმაყოფილებელი ანაზღაურება, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც ძალიან უჭირთ დღეს შრომით ბაზარზე ადგილის პოვნა და იმის ფონზე, რომ უმუშევრების დონე მნიშვნელოვნად მაღალია.

უფრო კონკრეტულად, ყავის მაღაზიის მეპატრონე დასაქმებულს სთავაზობს საათში 4 ევროს, 8 საათიანი სამუშაო გრაფიკით. ანუ 1 დღეში ანაზღაურება შეადგენს 32 ევროს. გარდა ამისა, მიმტანს რჩება პირადი სარგებელი მომხმარებლებისგან, დაახლოებით 10 ევროს ოდენობით. მთლიანობაში, დღიური შემოსავალი გამოდის 40-42 ევრო, თუმცა, ეს თანხაც არ აღმოჩნდა დამაკმაყოფილებელი ბერძენი ახალგაზრდებისთვის.

რითი ხსნის ბიზნესის მეპატრონე ამ ფაქტს?

“საქმე იმაშია, რომ ახალგაზრდები 19-22 ასაკამდე მოდიან და ამბობენ, რომ მხოლოდ 2-3 საათი  უნდათ მუშაობა. როგორც ჩანს, მათ ძირითად ხარჯებს მშობლები ანაზღაურებენ, ამიტომაც 3 საათზე მეტი მუშაობა არ ესაჭიროებათ. მეორე ვარიანტია ის, რომ მოდიან ვაკანსიით დაინტერესებული უცხოელები, ძირითადად, დევნილები სირიიდან და პაკისტანიდან, რომელთა უმეტესობამ არც წერა იცის და არც ბერძნული ენა. მათ ვერ დაიქირავებ, გამორიცხულია, ამიტომ ისღა დამრჩენია მე ვიმუშაო შეკვეთის მიმღებადაც და მიმტანადაც ჩემსავე კაფეში.” – ამბობს ყავის მაღაზიის მფლობელი.

უნდა ითქვას, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი საბერძნეთში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, კვლავ მაღალი რჩება.

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, უმუშევართა დონე 20.1%-დან 20.2%-მდე გაიზარდა მარტის თვეში. Eurostat-ის მიხედვით, კი საბერძნეთმა და ესპანეთმა უმუშევართა ყველაზე მაღალი პროცენტულობა აჩვენეს, 20.2% და 15.1%.

 

 

onalem

ტესტ