fbpx
საბერძნეთი

ათენი: რომელი მეტროსადგურები იქნება დაკეტილი კვირას, 18 სექტემბერს?!

ΣΤΑΣΥ ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, კვირას, 18 სექტემბერს, ათენის რამდენიმე მეტროსადგური დაკეტილი იქნება.

კერძოდ, საუბარია შემდეგ მეტროსადგურებზე: “ნიკეა”, “კორიდალოს”, “აგია ვარვარა”. აღნიშნული სადგურები დაკეტილი იქნება კვირას, მაგრამ მე-3 ხაზი ჩვეულებრივ იმუშავებს მარშრუტზე: “აეროპორტი-აგია მარინა”.

როგორც უკვე ცნობილია, იგეგმება მეტროს ხაზის გაფართოვება პირეამდე, რაც მოითხოვს სპეციალური სამუშაოებისა და საცდელი რეისების შესრულებას, აქედან გამომდინარე, ზემოთ აღნიშნული სამი სადგური ერთი დღით დაკეტილი დარჩება.

onalem

ტესტ