fbpx
პოლიტიკა

დიპლომატიური წყაროები: პუტინის მიერ დაფინანსებულ პარტიებს შორის საბერძნეთი ჯერჯერობით არ ფიგურირებს

როგორც უკვე ცნობილია, ბოლო დროს ამერიკული სპეცსამსახურების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუტინმა დაახლოებით 300 მილიონი დოლარით დააფინანსა პოლიტიკური პარტიები, თავისი გავლენების გასაზრდელად და რუსული პროპაგანდის გასაძლიერებლად. აქედან გამომდინარე, დაიწყო საუბარი იმაზე, რომელი ბერძნული პარტიები იყო მათ შორის.

დიპლომატიური წყაროები იუწყებიან, რომ ამერიკულმა ორგანოებმა 100-ზე მეტ ქვეყანაში გააგზავნეს აღნიშნული შინაარსის მასალა, თუმცა, საბერძნეთი ჯერჯერობით ამ ქვეყნების სიაში არ არის. მიუხედავად ამისა, არ გამოირიცხება, რომ უახლოეს მომავალში საბერძნეთშიც გამოიგზავნოს ოფიციალური დოკუმენტაცია რუსული დაფინანსების შესახებ.

აშშ-ს სადაზვერვო დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2014 წლიდან მოყოლებული პუტინმა უცხოურ პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკოსებსა და სხვა ოფიციალურ პირებს 300 მილიონ დოლარზე მეტი დაურიცხა, რომ საზღვრებს გარეთ თავისი გავლენები გაეზარდა. ამას გარდა, ბაიდენის ადმინისტრაცია ამბობს, რომ პუტინი ამ მიზნით კიდევ 100 მილიონის გაღებას აპირებს.

მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთი ამ სიაში ოფიციალურად ჯერ არ ფიგურირებს, ცნობილია, რომ რუსეთი მსგავს ქმედებებს მედიის საშუალებით ახორციელებდა.

onalem

ტესტ