fbpx
კრიმინალი

“მამაჩემი ფულს არ აძლევდა, ამის პირობა ჰქონდა დადებული” – თესალონიკში ბავშვების მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულის დეტალები

დაუჯერებელია, მაგრამ 12 წლის გოგო და 14 წლის ბიჭი ის დამნაშავეები არიან, რომელთაც 86 წლის მოხუცი თესალონიკში ცემით სიკვდილამდე მიიყვანეს. როგორც უკვე ცნობილია, მათ მხოლოდ 250 ევროს წაღება მოახერხეს და რამდენიმე დღეში პოლიციამ დააკავა კიდეც.

მოხუცი მამაკაცი საავადმყოფოში უმძიმესი დაზიანებებით შეიყვანეს და 4 დღეში გარდაიცვალა. მისი ქალიშვილი მედიასთან პირველ განცხადებებს აკეთებს:

“ოთხშაბათს 19:00 საათისთვის შემატყობინეს, რომ რაღაც იყო მომხდარი. რომ ოთხმა პირმა სცადა შიგნით შესვლა, მაგრამ საბოლოოდ, ორი გარეთ დარჩა და სიტუაციას აკონტროლებდა, ხოლო დანარჩენი ორი შიგნით შევიდა და გააკეთა ის, რაც გააკეთა.

მამაჩემი შეეწინააღმდეგა, როგორც შეეძლო. პირობა ჰქონდა დადებული, რომ არ მისცემდა ფულს, რადგან თვლიდა, რომ თუ ეს ერთხელ მოხდებოდა, შემდეგ მუდმივად გაგრძელდებოდა,” ამბობს სტელა დიმიტრიუ.

ამ დროისთვის დაკავებულია ბავშვების 45 წლის ბებია და მისი 40 წლის პარტნიორი. სწორედ ისინი იდგნენ მამაკაცის სახლის გარეთ და არასრულწლოვნებს ელოდებოდნენ, სანამ ძარცვას არ დაასრულებდნენ.

ორივე ბავშვი არასრულწლოვანთა შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ