fbpx
საბერძნეთი

“26 დეკემბერს ვაქცინა საბერძნეთში იქნება და მეორე დღესვე დაიწყება ვაქცინაცია” – კირიაკოს მიცოტაკი

“ევროპის ფარმაცევტული სააგენტოს მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციის თანახმად, Pfizer-ის ვაქცინის დამტკიცება მოსალოდნელია 22 დეკემბერს, ხოლო საბერძნეთში პირველი დოზები შემოვა 26 დეკემბერს. მინდა განვაცხადო, რომ ვაქცინაცია დაიწყება მეორე დღესვე ათენის რეფერალურ საავადმყოფოებში და შემდეგ უკვე თესალონიკში. 

ეს პროცესი უნდა განხორციელდეს ფრთხილად და გახდეს პანდემიის დასასრულის დასაწყისი. მიუხედავად იმ დიდი სირთულეებისა, რომელთა წინაშეც ვდგავართ, ყველაფერს დავძლევთ კარგად შემუშავებული პროგრამის მეშვეობით.

მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, თუ რა მნიშნელოვანია ვაქცინაცია ჩვენი ხანდაზმული მოქალაქეებისთვის. ისინი წარმოადგენენ პანდემიის აფეთქების მომენტიდან გარდაცვლილთა 85%-ს, ხოლო ახლა, რეანიმაციაში მყოფთა 60%-ს.

მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საბერძნეთის მოსახლეობის 70%-ის ვაქცინაცია მოხდება, შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ პანდემია უკან მოვიტოვეთ,” განაცხადა დღეს დილით საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ, სამოქალაქო დაცვის გენერალური სამდივნოს გაფართოებულ შეხვედრაზე

onalem

ტესტ