fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: ემიგრანტი მამაკაცი, რომელიც სახლში ძარცვის მიზნით შეიჭრა, აივნიდან გადმოხტა და დაშავდა

ინციდენტის შესახებ ბერძნული მედია იუწყება. დაშავებულია ემიგრანტი მამაკაცი, რომელიც სამ თანამზრახველთან ერთად კოზანში მდებარე სახლში შეიჭრა, თუმცა, შემდეგ აივნიდან გადმოხტა, რომლის სიმაღლეც მინიმუმ 4 მეტრია.

როგორც ცნობილია, ოთხ მძარცველს ეგონა, რომ სახლში არავინ იმყოფებოდა, თუმცა, როგორც კი მიხვდნენ, რომ პატრონები იქ იყვნენ, დაუყოვნებლივ იქაურობის დატოვება გადაწყვიტეს და ერთ-ერთი მათგანი აივნიდან გადახტომის შედეგად სერიოზულად დაშავდა.

პოლიცია იუწყება, რომ დააკავეს ერთი მათგანი (დაშავებულის გარდა), რომელიც მეგობრის დახმარებას ცდილობდა.

25 წლის მამაკაცს თავი აქვს გატეხილი და მისი მდგომარეობა კრიტიკულად ითვლება, რის ფონზეც თესალონიკის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ოფიცრები დანარჩენი ორი დამნაშავის დასაკავებლად გამოძიებას აწარმოებენ. ამ დროისთვის არსებული ცნობებით, ისინი მაროკოს მოქალაქეები არიან.

 

 

onalem

ტესტ