fbpx
საზოგადოება

“41 წლის ასაკში თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ, ვცხოვრობ და ვხარობ” – ელენა პაპარიზუ

ელენა პაპარიზუ მუსიკალური კონკურსის, Voice-ს კულისებში ჟურნალისტებს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ 41 წლის ასაკში თავს არაჩვეულებრივად გრძნობს.

“ძალიან კარგად ვგრძნობ თავს 41 წლის ასაკში. ვცხოვრობ და ვხარობ, ჯანმრთელი ვარ. დროს არ ვითვლი და ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი წელი ვიცოცხლო, რადგან ცხოვრება ძალიან მშვენიერია. რა თქმა უნდა, მაქვს ოცნებები და მიზნები, რომლებიც მინდა ავიხდინო და მივაღწიო, მაგრამ ცხოვრებაში ბევრი მოულოდნელი რამეც ხდება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, გინდ ცუდისთვის და გინდ კარგისთვის,” ამბობს მომღერალი.

პაპარიზუს გარშემო მუდმივად არის კითხვა, რატომ არ აჩენს შვილს, ვინაიდან უკვე ისეთ ასაკში შედის, რომ ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, თუმცა, მომღერალი ამ კითხვაზე კონკრეტულ პასუხს არ სცემს და ითხოვს, რომ მის გადაწყვეტილებას პატივი სცენ.

“ამ კითხვის დასმა უპატივცემულობაა. ჩემი უახლოესი მეგობრებიც კი არ მისვამენ ამ კითხვას, ამიტომ ჟურნალისტებისგან არ უნდა ვისმენდე. ქალი, რომელიც 30 წელს ზემოთ არის, შესაძლოა რაიმე პრობლემის წინაშე იდგეს და ამის გამო ვერ აჩენდეს ბავშვს, საბედნიეროდ, მე მსგავსი პრობლემის წინაშე არ ვდგავარ, მაგრამ ამ კითხვის მოსმენა არ მსურს,” ნათქვამი აქვს პაპარიზუს ერთ-ერთი ინტერვიუსას.

onalem

ტესტ