fbpx
საბერძნეთი

სამდღიანი უქმეები მზიანი ამინდითა და 20 გრადუსით – “სუფთა ორშაბათს” ფრანების სამხრეთის ქარით შევხვდებით

მიმდინარე კვირაში საბერძნეთში საგაზაფხულო ამინდი გვაქვს და როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, სამდღიან უქმეებს, რომლებიც ამ კვირის ბოლოს მოდის, კვლავ სასიამოვნო ამინდით გავატარებთ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მეტეოროლოგთა ნაწილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ზოგიერთ რეგიონში იწვიმოს, თუმცა, ტემპერატურის რადიკალური ვარდნა მოსალოდნელი არ არის.

მომდევნო 5 დღე უმეტესად მზიანი იქნება, პერიოდული წვიმებით, ასევე, აფრიკული მტვრის მაღალი კონცენტრაციით. მთელი კვირის მანძილზე ტემპერატურა სეზონთან შედარებით გაცილებით მაღალი იქნება და 19-20 გრადუსამდე დაფიქსირდება.

რაც შეეხება ქარს, იქროლებს სამხრეთის ქარი, რომლის ძალაც 6-7 ბალს მიაღწევს ზღვის ტერიტორიაზე, დიდი ალბათობით “სუფთა ორშაბათს” იდეალური დღე იქნება ფრანებისთვის.

onalem

ტესტ