fbpx
საზოგადოება

“ვნახოთ, თუ სამუშაო ისევ გექნება” – ბერძენი ქალი მიმტანს ემუქრება, რადგან სიგარეტი არ უყიდა

შეკვეთის დამტარებელმა ბიჭმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ეჩხუბება და ემუქრება მას ბერძენი ქალი. მიზეზი კი, ერთის მხრივ, საკმაოდ იუმორისტულია…

გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა შეუკვეთა ყავა და ასევე “დააბარა”, რომ მასთან ერთად მიმტანს სიგარეტიც უნდა ეყიდა.

ახალგაზრდა ბიჭი გარკვევით უხსნის, რომ ისინი ყავას ყიდიან და არა სიგარეტს და რომ ეს მისი მოვალეობა არ არის, თუმცა, ქალი ემუქრება, რომ ამის შესახებ აუცილებლად დაიჩივლებს და სამსახურს დააკარგვინებს.

“ძალიან პატარა ტვინი უნდა გქონდეს, რომ გინდოდეს ადამიანს სამსახური დააკარგვინო იმის გამო, რომ კიოსკიდან სიგარეტი არ მოგიტანა. ამ საქმეში არაფერია ადვილი. იმ წუთიდან, როცა შეკვეთას იღებ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. სამწუხაროდ, დღეს საბერძნეთში ყველაფერი შესაძლებელია,” წერს ის ვიდეოსთან ერთად.

onalem

ტესტ