fbpx
საბერძნეთი

ბერძენი ქალი თავს მერიის თანამშრომლად ასაღებდა და ხალხს ფულს სთხოვდა ავადმყოფი ბავშვის დასახმარებლად, რომელიც რეალურად არ არსებობდა

გავრცელებული ინფორმაციით, კუნძულ სამოსზე დააკავეს ბერძენი ქალი, რომელიც თავს ადგილობრივი მერიის თანამშრომლად ასაღებდა და ხალხისგან, თაღლითური გზით, თანხების გამოძალვას ცდილობდა.

როგორც ირკვევა, ის ადამიანებს ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდა, ეუბნებოდა, რომ მერიის წარმომადგენელი იყო და თანხა გროვდებოდა ბავშვისთვის, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა, შესაბამისად, მათგან ითხოვდა გარკვეულ ფინანსურ დახმარებას. ჩანს, რომ ხალხი, რომელსაც ურეკავდა, მიხვდა, რომ თაღლითთან ჰქონდათ საქმე და გარდა იმისა, რომ თანხა არ მისცეს, პოლიციაშიც განაცხადეს.

გამოძიების საფუძველზე თაღლითი ქალი მალევე დააკავეს და გაირკვა, რომ მას სხვა მსგავს დანაშაულებშიც მიუძღვოდა “წვლილი”.

ამგვარად, მის წინააღმდეგ აღიძრა საქმე თაღლოთობის მცდელობისთვის და პროკურატურაში გადაიგზავნა.

onalem

ტესტ