fbpx
ეკონომიკა

10-დან თითქმის 7 ბერძენს დანაზოგის სახით 1000 ევროც კი არ აქვს

10-დან თითქმის 7 ბერძენი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია. ΟΟΣΑ-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მოსახლეობის 68.3% სიღარიბის ზღვართან ახლოს ცხოვრობს. კერძოდ, 12.9%-ს მინიმალურზე დაბალი შემოსავალი აქვს, ხოლო 55.4% ფინანსურად დაუცველია.

ფაქტია, რომ სიღარიბის ზღვარს ექვემდებარება მოსახლეობის ის ნაწილი, რომელთაც არსებული დანაზოგი სამ თვეზე მეტ ხანს არ ეყოფათ.

სამწუხაროდ, საბერძნეთში იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც მხოლოდ მინიმალურ საჭიროებებს იკმაყოფილებს და ხშირად მათაც ვერა, გაცილებით მეტია სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით. ქვეყანა ლატვიის შემდეგ დგას, სადაც ეს მაჩვენებელი 78,4%-ია.

კვლევები ცხადყოფს, რომ 10-დან თითქმის 7 ბერძენს არ შეუძლია საკუთარი შემოსავლიდან გადაინახოს თანხა და არ გააჩნია დანაზოგი, 1000 ევროს ოდენობის მაინც.

 

onalem

ტესტ