fbpx
კრიმინალი

სასახლე, რომელშიც თვითმარქვია ექიმი პაციენტებისგან გამოძალული ფულის წყალობით ცხოვრობდა – ვინ არის ის?!

საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, თვითმარქვია ექიმი მუშაობდა ნიკოს კონტოს სახელით და მისი ოჯახი პაციენტებისგან გამოძალული დიდძალი ფულის საშუალებით სასახლეში ცხოვრობდა.

წარმოუდგენელია ფაქტი, რომ მამაკაცს, გარდა იმისა, რომ ის თავს ექიმად ასაღებდა, თავის სამეზობლოში, კოროპის აგია მარინაში, იცნობდნენ, როგორც საჰაერო ძალების პილოტს.
როგორც უკვე ცნობილია, მას ბრალად ედება სამი ადამიანის მკვლელობა, 14 და 16 წლის ბავშვების და ერთი მოხუცი მამაკაცის, რომლებიც სიმსივნით იყვნენ დაავადებულები და მათ მკურნალობის შეწყვეტა აიძულა. დაზარალებულია მინიმუმ 45 სხვა პაციენტი.

ბერძნულ მედიასთან საუბარში მისი მეზობლები აცხადებენ, რომ მამაკაცს იცნობდნენ როგორც გამოჩენილ პილოტს და რომ ის იყო ძალიან ჩაკეტილი ადამიანი, რომელიც არ კონტაქტობდა უშუალოდ სამეზობლოსთან.

ჩვენებების მიხედვით, მისმა ცოლმა, არასრულწლოვანი ბავშვები, ქმრის დაკავებისთანავე მეზობელთან დატოვა და მოგვიანებით თავადაც დააკავეს.

ოჯახი კოროპის ტერიტორიაზე წარმოუდგენლად მდიდრულ სასახლეში ცხოვრობდა, როგორც მედია წერს ეს არის ნამდვილი “ციხე-სიმაგრე”.

გამოძიების საფუძველზე დადგინდა, რომ 47 წლის თაღლითმა, რომელიც საკუთარი ცხოვრების მოსაწყობად, სხვების სიცოცხლეს დაუფიქრებლად სწირავდა, ერთ-ერთი ცნობილ ბიზნესმენს 55 მილიონი ევრო გამოსძალა.

onalem

ტესტ