fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ხალანდრი: ბერძენი პოლიციელები მოკლული მამა-შვილის სახლიდან ცრემლებით გამოვიდნენ

ძალიან გამოცდილი ბერძენი პოლიციელებიც კი ხალანდრში დატრიალებულმა ტრაგედიამ შეძრა. ისინი სახლიდან, სადაც მამამ 4 წლის ბიჭი მოკლა, ხოლო შემდეგ თავი მოიკლა, აცრემლებულები გამოვიდნენ. ამის შესახებ ჟურნალისტები იუწყებიან, რომლებიც ადგილზე პირველივე წუთებიდანვე იმყოფებოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის დედა 21 წლის გოგონაა და ის ქმართან დაშორებული იყო. როგორც ცნობილია, ისინი ბოშები არიან.

პოლიცია ცდილობს დაადგინოს, ვის ესაუბრა ბოლოს თელეფონზე მამაკაცი და იყო თუ არა მის საუბარში რაიმე მუქარის შემცველი, რომ შვილის მოკვლას აპირებდა, შემდეგ კი საკუთარი სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულებას.

ტრაგიკული ფიგურა სწორედ 21 წლის გოგონაა, რომელმაც შვილი და ყოფილი მეუღლე სისხლის გუბეში იპოვა და მის განწირულ ყვირილზე მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ მამაკაცის ფსიქოლოგიური მდგომარეობა არასახარბიელო იყო და ყოველთვის ჰქონდა მოძალადის ხასიათი, თუმცა, რამ უბიძგა კონკრეტულად იმ მომენტში 27 წლის კაცს საშინელი დანაშაულის ჩადენისკენ, ამ დრომდე უცნობია.

 

onalem

ტესტ