fbpx
კრიმინალი

სასტიკი მკვლელობა ომონიაზე ხალხის თვალწინ: გარდაცვლილია უცხოელი მამაკაცი

ინციდენტი დღეს საღამოს ომონიაზე, კერძოდ, ვათის სკვერში მოხდა. ერთ-ერთმა უცხოელმა მამაკაცმა მეორეს, პირდაპირ ხალხის თვალწინ, კისრის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაშავებული ასფალტზე დავარდა.

თვითმხილველთა თქმით, დამნაშავე მომავალ მსხვერპლს წამოეწია და გატეხილი ბოთლით კისერში დაჭრა.

ადგილზე, ცხადია, პანიკა შეიქმნა, რის პარალელურადაც მკვლელი მიმდებარე ქუჩებში მიიმალა.

დაზარალებულის დასახმარებლად სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა, უკვე გვიანი აღმოჩნდა. საავადმყოფოში მისი სიკვდილი დადასტურდა.

ვრცელდება ფოტო ათენის ცენტრში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ადგილიდან:

 

 

onalem

ტესტ