fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

80 წლის პონტიელი ქალი ბაზარში ბალახის გაყიდვის გამო დააკავეს

კიდევ ერთი შემთხვევა ამჯერად კატერიში მოხდა და პოლიციის ხელში 80 წლის პონტიელი ქალი აღმოჩნდა, რომელიც ბაზარში 5 კგ ბალახის გაყიდვის გამო განყოფილებაში გადაიყვანეს.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ინციდენტი მარტის თვეში მოხდა, კატერინის ყველაზე პოპულარულ სავაჭრო ტერიტორიაზე და 90 წლის ქალის მსგავსად, რომელიც წინა ჯერზე თესალონიკში დააკავეს, მასაც არ ჰქონდა ვაჭრობის ოფიციალური ნებართვა.

ახლა 80 წლის მოხუცს 5კგ ბალახის გაყიდვას სასამართლო ედავება.

რაც შეეხება 90 წლის ასევე პონტიელ ქალს, თესალონიკიდან, როგორც მისი შვილი ამბობს, მას შემდეგ სახლიდან გასვლა აღარ უნდა.

შეგახსენებთ, რომ მოხუცს განყოფილებაში 200 ევროიანი ჯარიმა დაუწერეს.

onalem

ტესტ