fbpx
საზოგადოება

ბერძენმა მძღოლმა ავტობუსში გარდაცვლილი მგზავრი იპოვა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა აგრინიოში მოხდა. დღეს დილით მძღოლი ავტობუსთან მივიდა, რათა მუშაობა დაეწყო და როცა იქაურობა შეათვალიერა, შიგ გარდაცვლილი მამაკაცი იპოვა.

როგორც ცნობილია, მან მაშინვე პოლიციაში დარეკა. ოფიცრების თქმით, გარდაცვლილი მგზავრის ვინაობის დადგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ცხედარს ჩაუტარდება ექსპერტიზა, რის შედეგადაც დაადგენენ, თუ როგორც გარდაიცვალა მამაკაცი, იყო ეს კრიმინალური აქტი თუ პათოლოგიური მიზეზები.

არსებული ვარაუდით, მან მგზავრობისას შესაძლოა გულის შეტევა მიიღო და დაიღუპა. მძღოლმა ის მაშინვე ვერ შენიშნა და სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, ავტობუსი შესაბამის ადგილას დააპარკინგა.

onalem

ტესტ