fbpx
ჯანმრთელობა

დღეს საბერძნეთში ინფიცირების შემთხვევათა საგანაგაშო ზრდა ფიქსირდება – ნახეთ მონაცემები

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 55 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, როცა გასული სამი დღის მანძილზე ეს რიცხვი 15-ს არ ასცდენია. ირკვევა, რომ აქედან 50 შემთხვევა ქსანთისა და როდოპის ტერიტორიებზე მოდის.

55-დან 2 შემთხვევა ფიქსირდება ატიკის რეგიონში. ერთი ინფიცირებული საზღვარგარეთიდან არის შემოსული, ხოლო კიდევ ორის დაინფიცირების გზა უცნობია.

საბერძნეთში საერთო ჯამში ვირუსით დაავადების 3.203 შემთხვევაა გამოვლენილი და 11 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მათი საშუალო ასაკი 69 წელია.

ბოლო 24 საათში Covid-19-ით გარდაიცვალა კიდევ ორი ადამიანი, რამაც ვირუსის მსხვერპლთა ჯამი 187-მდე გაზარდა.

onalem

ტესტ