fbpx
საზოგადოება

დაუჯერებელი საცობი პირეაზე: კუნძულებზე წამსვლელთა კიდევ ერთი ნაკადი

დღეს კუნძულებზე წამსვლელთა ნაკადმა პირეას და სხვა შედარებით მცირე პორტებიც მოიცვა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ფიქსირდება დაუჯერებლად გრძელი საცობები. მოსახლეობა ათენის სიცხეს კუნძულებზე გაურბის.

დღეისთვის დაგეგმილია 26 რეისი პირეას პორტიდან. სტატისტიკა კი ასე გამოიყურება:

“წინა წლის იგივე თვესთან შედარებით წელს 3%-5%-ით მეტი დამსვენებელი გვყავს. ამ დროისთვის 600.000 გამგზავრებულს ვითვლით, ხოლო თუ ჩამოსულებს დავუმატებთ, 1 მილიონამდე ავალთ. დღეისთვის დაგეგმილი 26 რეისის ბილეთების 90% გაყიდულია. თუმცა, ეს ჯერ კიდევ არაფერია. მომდევნო კვირა უფრო გადატვირთული იქნება. ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას სასურველ გამგზავრების პუნქტთან მივიდნენ არა ბოლო წუთს, არამედ მინიმუმ ორი საათით ადრე,” აცხადებს პორტის წარმომადგენელი ტელეკომპანია SKAI-ზე.

onalem

ტესტ