fbpx
საზოგადოება

როდის ამუშავდება მეტროს ახალი სადგურები პირეასა და თესალონიკში?!

“ატიკო მეტროს” ხელმძღვანელმა, თეოდოროს პაპადოპულომ 4 მილიონიანი ახალი პროექტი წარადგინა. პაპადოპულოს თქმით, 2019 წლის დასასრულს სამი ახალი მეტროსადგური გაიხსნება, რაც მე-3 ხაზის გაფართოვებას გულისხმობს, პირეოსის მიმართულებით.

ხოლო რაც შეეხება თესალონიკის მეტროს მშენებლობას, მატარებელი 2020 წლის დასასრულს ამოძრავდება, შემდეგ გაფართოვდება ხაზი კალამარიამდე 2021 წლის პირველ ნახევარში და 2024 წლისთვის სადგური “ΒΕΝΙΖΕΛΟΥ” გაიხსნება.

თესალონიკის მეტროს მშენებლობა 900 მილიონიანი ბიუჯეტით მიმდინარეობს, მოიცავს 11 კილომეტრსა და 8 სადგურს.

ათენში 100 მილიონი დაიხარჯება ფალიროდან პირეამდე სადგურების გასაჭრელად. ასევე, სადგური აშენდება კერანის ტერიტორიაზე (სადგური კამინია).

onalem

ტესტ