fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: მამაკაცი საკუთარი მამის დაკრძალვაზე გარდაიცვალა

ტრაგიკული ინციდენტი მესინიაში, გუშინ შუადღეს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 93 წლის მამაკაცის დაკრძალვის ცერემონიაზე მისი 58 წლის ვაჟი მიწაზე უგონოდ დაეცა და გარდაიცვალა.

რამდენიმე წუთით ადრე მან მამასთან გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოსთქვა, შემდეგ კი აღნიშნა, რომ თავს ცუდად გრძნობდა, თუმცა, ეს ყველაფერი ლოგიკურად გამოიყურებოდა, ვინაიდან მამის გარდაცვალებით დამწუხრებული იყო.

მოგვიანებით, როცა ცერემონია დასრულდა, 58 წლის ბერძენი ძირს უსულოდ დაეცა და ოჯახური ტრაგედია კიდევ უფრო დამძიმდა.

დაკრძალვაზე მყოფი ნათესავები მომხდარით შოკურ მდგომარეობაში იყვნენ.

onalem

ტესტ