fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“სახლის საქმეს არ ვაკეთებ, ეს პროფესია არ ამირჩევია. არსებობენ ადამიანები, რომელთაც ამისთვის ფულს ვუხდით” – თალია მატიკა

ცნობილი მსახიობი, თალია მატიკა მიწვეული იყო გადაცემაში, “Πρωίαν σε είδον τη μεσημβρίαν”, სადაც აღნიშნა, რომ სახლის საქმეებს არ აკეთებს, რადგან ეს ყველაფერი მიეკუთვნება სხვა პროფესიულ სფეროს, რომელიც არ აურჩევია.

“სახლის საქმეების კეთება ის სფეროა, რომელიც მე არ ამირჩევია პროფესიად. სწორედ ამიტომაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ საქმეს კარგად აკეთებენ და ფულს ვუხდით. ვუყურებდი დედაჩემს, როგორც ადვოკატს, რომელიც ცდილობდა რომ თავისი პროფესიაც ჰქონოდა და თან სახლის საქმეც ეგეთებინა, ათას ნაწილად იყოფოდა. ამიტომ ვიფიქრე, რომ არა, ქალი არ არის ამისთვის შექმნილი. როდესაც აქვს სხვა პროფესია, რომელიც მისი დღის დიდ ნაწილს შთანთქავს, არ არის აუცილებელი სახლის დალაგებაშიც მიიღოს მონაწილეობა.”

მატიკამ ასევე გააკეთა კომენტარი პოლიტიკაზე და უპასუხა, რამდენად შესაძლებელია, რომ ამ სფეროთი დაკავდეს მომავალში:

“პოლიტიკა მიყვარს, მომწონს, რომ წავიკითხო და მქონდეს ინფორმაცია, მაგრამ არასოდეს დავკავდებოდი პირადად პოლიტიკით, არც მქონია რაიმე წინადადება.”

onalem

ტესტ