fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

საშიში ვირუსები, რომლებიც საბერძნეთში კოღოების საშუალებით ვრცელდება – რა უნდა ვიცოდეთ?!

საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტრო და ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელობა მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ნაადრევად დაიწყო დიდი რაოდენობით კოღოების გავრცელება, რომლებიც სხვადასხვა სერიოზული დაავადების გადამტანები არიან.

კონკრეტულად, როგორც ექიმები აცხადებენ, პირველად დაავადებების გადამტანი კოღოები მაგნისიის ტერიტორიაზე დაფიქსირდა და მათი მთელ ქვეყანაში გავრცელების შანსი ძალიან მაღალია. გამომდინარე აქედან აუცილებელია, რომ მოსახლეობა მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით. აღნიშნული კოღოს ნაკბენის შედეგად შესაძლოა დაინფიცირდეთ ზიკას ვირუსით, დასავლეთ ნილოსის ვირუსით, მალარიით, გამოიკვეთოს ციებ-ცხელების ნიშნები და ა.შ.

ზაფხულის მოახლებასთან ერთად ეს ყველაფერი კიდევ უფრო საშიში ხდება, მაგნისიას კი ტურისტების დიდი რაოდენობა სტუმრობს.

კონკრეტული მითითებები თავის დასაცავად ასე გამოიყურება:

-გამოიყენეთ სპეციალური სპრეი, რომლის დასხურების შედეგად კოღო სხეულს ერიდება

-ატარეთ მაქსიმალურად ფართო და თავისუფალი ტანსაცმელი

-მიიღეთ რეგულარული შხაპი, ოფლის მოსაშორებლად

-სახლში გააკეთეთ ბადეები, რათა მწერებმა შემოსვლა ვერ შეძლონ

-ხშირად ჩართეთ კონდენციონერი (თუკი ამის საშუალება გაქვთ), რადგან ჰაერის ცირკულაცია კოღოებს აფრთხობს.

-ხშირად გამოცვალეთ ღია ჭურჭელში წყალი

ყველასთვის ცნობილია, რომ კოღოები განსაკუთრებით აქტიურები არიან საღამოს საათებში, ვიდრე კარგად დაბნელდება.

საბერძნეთის საგარეო უწყება ქვეყანაში დამსვენებლებს ვირუსისგან თავის დასაცავად შესაბამისი ზომების მიღებას სთხოვს.

აღსანიშნავია, რომ შარშანდელი მონაცემების მიხედვით, საბერძნეთში დასავლეთ ნილოსის ვირუსით 300-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, საიდანაც 50 გარდაიცვალა.

onalem

ტესტ