fbpx
საბერძნეთი

მზიანი ამინდი და 20 გრადუსი საბერძნეთში – ასეთ პირობებში შევხვდებით შობას

საბერძნეთში ამინდის პერიოდული გაუარესებისა და სუსხიანი დღეების მიუხედავად, უმეტესად მაინც თბილა და სეზონისთვის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა გვაქვს. იქიდან გამომდინარე, რომ უკვე დეკემბერი იწურება, 17-20 გრადუსი არც თუ ისე ნორმალურია სეზონისთვის.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, რომ საბერძნეთში შობას საკმაოდ მზიანი და თბილი ამინდით შევხვდებით, ვინაიდან უქმეებზე მოსალოდნელია, რომ ტემპერატურამ მოიმატოს და ზოგიერთ ტერიტორიებზე მიაღწიოს 20 გრადუსსაც კი. ზოგადი პროგნოზის მიხედვით კი, ახალ წლამდე ქვეყნის მასშტაბით ერთგვარად რბილი ამინდი შენარჩუნდება.

სინოპტიკოსები გვპირდებიან, რომ შობის მეორე დღეს, ორშაბათს ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს, ხოლო მცირე ცვლილებები გვექნება სამშაბათიდან, როდესაც შეიძლება დაფიქსირდება პერიოდული ნალექი, მსუბუქი წვიმის სახით.

მეტეოროლოგი, გიორგოს ცარტაფილიასის ვარაუდით, შობა-ახალი წელი ქვემოთ მოცემული ფოტოს მსგავსი იქნება:

onalem

ტესტ