fbpx
საბერძნეთი

სავალდებულო ვაქცინაცია ძალაში სულ მალე შედის – ვისზე ისაუბრა კირიაკოს მიცოტაკიმ?!

საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ პარლამენტში გამოსვლისას ვაქცინაციის ვალდებულებაზე ისაუბრა, რომელიც უახლოეს მომავალში შევა ძალაში, საზოგადოების კონკრეტული ნაწილისთვის.

ცხადია, ეს არ იქნება მასშტაბური ვალდებულება, საუბარია მხოლოდ ორ კატეგორიაზე დასაწყისისთვის: მათზე, ვინც მუშაობს ჯანდაცვის სფეროში და მათზე, ვინც მუშაობს მოხუცთა თავშესაფრებში.

“არ გაქვთ უფლება ეჭვი შეიტანოთ მეცნიერებაში და მის მთავარ სიკეთეში. მეცნიერების სასწაული სწორედ ვაქცინაა.

მთავრობა გადაწყვეტილებას მიიღებს საზოგადოების ჯანმრთელობის პრიორიტეტების მიხედვით. დისკუსია უკვე დაიწყება, მაგრამ რაიმე ცვლილება ძალაში მხოლოდ მაშინ შევა, როცა ვაქცინაზე წვდომა ექნება ყველას,” აცხადებს პრემიერი.

“პოზიტიური მაჩვენებელია, რომ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებლები მცირდება სწრაფად და შესაბამისად, იკლებს საავადმყოფოებში მიმართვიანობაც. ვინც ახლა რეანიმაციაში წევს, სამწუხაროდ არიან ის თანამოქალაქეები, რომლებმაც საკუთარი არჩევანით არ გაიკეთეს ვაქცინა. ეს არის ის, რაც ყველას უნდა აშფოთებდეს,” დასძინა მიცოტაკიმ.

 

onalem

ტესტ