fbpx
საბერძნეთი

გვალვის შემდეგ საბერძნეთში ტემპერატურა უეცრად იკლებს – ვარდნა 8-დან 14 გრადუსამდე

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, საბერძნეთში ტემპერატურა, ძლიერი გვალვის შემდეგ, საგრძნობლად დაიკლებს და უეცრად 8-დან 14 გრადუსამდე ვარდნა გვექნება. როგორც სინოპტიკოსები გვპირდებოდნენ, ჰაერი კვირის ბოლომდე მაქსიმუმ 36-37 გრადუსამდე გათბება და მოსალოდნელია უმეტესად მზიანი ამინდი. ტემპერატურა დაუბრუნდება ნორმალურ კლიმატურ პირობებს, 1991-2020 წლების მაჩვენებელს.

პროგნოზების მიხედვით, ამინდის გაუარესება მოსალოდნელია მხოლოდ აღმოსავლეთ და ცენტრალურ მაკედონიაში, თრაკისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ეგეოსში, რასაც თან ახლდება ძლიერი ქარი. ქვეყნის დანარჩენ ნაწილში რბილი, სტაბილური ამინდი შენარჩუნდება.

იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი, 4-დან 6 ბალამდე სიძლიერის, ზღვის ტერიტორიაზე კი 7 ბალამდე, ტემპერატურა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიკლებს 8-დან 10 გრადუსამდე, ზოგან კი, 14 გრადუსამდე. მაქსიმალური ტემპერატურა ჩრდილოეთით იქნება 32 გრადუსი, ხოლო კონტინენტურ რეგიონებში 35-37 გრადუსამდე.

რაც შეეხება კონკრეტულად ათენს, როგორც სინოპტიკოსები ვარაუდობენ, ჰაერის ტემპერატურა 36 გრადუსს არ გადააჭარბებს, ხოლო ზღვის სანაპიროებზე 2-3 გრადუსით დაბალი.

onalem

ტესტ