fbpx
საბერძნეთი

მორიგი ხანძარი მაგნისიაში: 45 წლის მამაკაცი დამწვარი იპოვეს, ის თავისი ცხოველების გადასარჩენად იყო წასული

სამწუხარო ინფორმაციით, მაგნისიაში სულ რამდენიმე საათის წინ გაუჩინარებული 45 წლის მამაკაცი დამწვარი იპოვეს. საუბარია მაგნისიაში გაჩენილი ხანძრის პირობებში დაკარგულ მწყემსზე, რომელიც როგორც მისი ოჯახი და მედია აცხადებს, საკუთარი ცხობელების გადასარჩენად ცეცლხმოდებულ ტერიტორიაზე დაბრუნდა, რადგან მათ არცერთ შემთხვევაში არ დატოვებდა.

პოლიციას მისმა ძმამ შეატყობინა, რომ ბოლო რამდენიმე საათის მანძილზე ვერანაირად ვერ უკავშირდებოდა. ცხვრის ფარა და ის ტერიტორია კი, სადაც ცხოველები იყვნენ განთავსებული ფერფლად იყო ქცეული, სწორედ მაშინ იფიქრეს, რომ მამაკაცი ამ ტერიტორიაზე მივიდა და მისი სიცოცხლეც საფრთხეში იყო.

45 წლის მწყემსი დამწვარ მდგომარეობაში იპოვეს, ის ერთადერთი ადამიანია, რომელიც მიმდინარე ზაფხულის ხანძარს ემსხვერპლა.

როგორც მედია იუწყება, მაგნისიაში ხანძარი უკონტროლოა, რადგან ძლიერი ქარი ქრის.

 

onalem

ტესტ